Accessibility links

სოზარ სუბარი ხაიშელებს ხვდება


შეხვედრის მონაწილეები

ხაიშის გამგეობის შენობაში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი და პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე მოსახლეობას ხვდებიან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. სოზარ სუბარის თქმით, მოსამზადებელ შეხვედრაზე შემუშავდება კონკრეტული წინადადებები ხე-ტყის კანონიერ მოპოვებასთან დაკავშირებით. ამ საკითხის განსახილველად ხაიშელები მთავრობის წარმომადგენლებს 8-10 დღეში ელოდებიან. სოზარ სუბარის განმარტებითვე, დასახვეწია კანონი, რომელიც დაარეგულირებს ქვეყანაში ხე-ტყის მოპოვებას. შეკრებილებს სიტყვით მიმართა მესტიის მაჟორიტარმაც. ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით, პრობლემას ქმნის კიდევ ერთი გარემოება, "ხუდონის" ჰიდროელექტროსადგურის განმახორციელებელი კომპანია შპს "ტრანს ელექტრიკ ჯორჯიას" მიერ ნაყიდი მიწები, რომელზედაც ხშირ შემთხვევაში, დგას მოქალაქეთა კუთვნილი სახერხები, შენობები, სახლები. 26 ივლისს ხაიშში ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა. აქციის 200-მდე მონაწილე მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის სპეცრაზმი. პროტესტი ფინანსური პოლიციის ღონისძიებას მოჰყვა. როგორც ადგილობრივი ზურაბ ნიჟარაძე ამბობდა, ფინანსურმა პოლიციამ დილიდანვე დაიწყო ოჯახების შემოწმება უკანონო სახერხების გამოსავლენად. ფინანსური პოლიციის განცხადებით, ხე-ტყის უკანონო მოპოვების წინააღმდეგ ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG