Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ტრამპი მოსკოვში დაპატიჟა


S
S

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვში დაპატიჟა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც მის მსგავსად მზად არის შემდგომი სამიტებისათვის. თუმცა, პუტინმა დასძინა, რომ შეხვედრის ჩატარებისათვის უნდა არსებობდეს ხელსაყრელი პირობები. 27 ივლისს „ბრიქსის“ ჯგუფის ქვეყნების სამიტზე, სამხრეთ აფრიკაში, გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არ არის საკმარისი იმ პრობლემების გადასაჭრელად, რაც გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის ირანის გარშემო შექმნილ კრიზისს შეეხება. თავის მხრივ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა 25 ივლისს განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს სურს ვლადიმერ პუტინს თეთრ სახლში უმასპინძლოს 2019 წელს, მას შემდეგ, როდესაც იუსტიციის სამინისტრო დაასრულებს რუსეთის მხრიდან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის თაობაზე მიმდინარე გამოძიებას. პუტინი და ტრამპი ერთმანეთს ჰელსინკიში შეხვდნენ 16 ივლისს, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტს სამშობლოში სასტიკი კრიტიკა დაატყდა თავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG