Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზან კადიროვის დისშვილი აირჩიეს გროზნოს მერად


იბრაგიმ ზაკრიევი და რამზან კადიროვი
იბრაგიმ ზაკრიევი და რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერის, რამზან კადიროვის ძმისშვილი რეგიონის დედაქალაქ, გროზნოს მერი გახდა. 26 ივლისს გროზნოს საქალაქო საბჭომ იბრაგიმ ზარკიევი, რამზანის დის, ზულაის შვილი აირჩია ქალაქის თავკაცად. ამ პოსტზე მან შეცვალა მუსლიმ ხუჩიევი, რომელიც ივნისში გადადგა თანბადებობიდან და ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. უფლებათდამცველები და სამოქალაქო ატივისტები აცხადებენ, რომ ჩეჩნეთის ადმინისტრაციაში წამყვან პოსტებს 2007 წლიდან რამზან კადიროვის ნათესავები და ახლობლები იკავებენ. კრიტიკოსები რამზან კადიროვს უწოდებენ ავტოკრატს, რომელიც რეგიონს რეპრესიული ზომებით მართავს.

XS
SM
MD
LG