Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ელისაშვილმა შესაძლოა კენჭი იყაროს პრეზიდენტის არჩევნებში


პრეზიდენტობის კიდევ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც არჩევნებში შესაძლოა კენჭი იყაროს, ალეკო ელისაშვილია. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მას „ბევრი უჩიჩინებს“, რომ იფიქროს საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე. მანამდე ელისაშვილმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დაუჭერდა მხარს, თუმცა ამის სურვილი მას შემდეგ გაუქრა, რაც პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, "ქართული ოცნების" კანდიდატი წარადგინა. „სიმართლე გითხრათ, გაუგებარი იყო ჩემთვის მარგველაშვილის გადაწყვეტილება, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად დაესახელებინა „ოცნების“ კანდიდატი. ამის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე მარგველაშვილის მხარდაჭერის ხასიათი ძალიან წამიხდა“, - განაცხადა ელისაშვილმა. მან, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა მონაწილოება მიიღო 2017 წლის 21 ოქტომბრის თბილისის მერის არჩევნებში და ამომრჩეველთა ხმების 17,48 %-ით მეორე ადგილზე გავიდა. პირველსავე ტურში გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ (51,09%), მესამე ადგილზე ხმათა 16,59%-ით გავიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG