Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენცოვის მდგომარეობა გართულდა შიმშილობის 75-ე დღეს


უკრაინელი რეჟისორის, რუსეთის ციხეში მყოფი ოლეჰ სენცოვის ჯამრთელობის მდგომარეობას საფრთხე ემუქრება იმის გამო, რომ პროტესტის ნიშნად იგი 75-ე დღეა განაგრძობს შიმშილობს. ადვოკატ დმიტრი დენზეს თქმით, სენცოვი ფერმიხდილია და ძირითადად წევს, რადგან მას უჭირს გადაადგილება. სენცოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ტერორიზმის ბრალდებით, რასაც უფლებათმდაცველები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. სენცოვი მაისის თვიდან მოყოლებული შიმშილობს და მოითხოვს, რათა რუსეთის რეჟიმმა საპატიმროებიდან გაათავისუფლოს 64 უკრაინელი პოლიტიკური პატიმარი. მის ამ მოთხოვნას მრავალი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, კანონმდებელი და უფლებათდამცველი უჭერს მხარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG