Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტერორიზმში ბრალდებულები


თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივლისს გამამტყუნებელი განაჩენი ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც ბრალდებული იყვნენ ტერორიზმის მხარდაჭერაში. მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ექვსივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სრულად ცნო. ორ მათაგნს რუსლან შავაძეს და შოაიფ ბორზიევს 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ტერორისტული მიზნებით იარაღის უკანონო ტარების, ტერორისტული აქტის მომზადებისა და საზღვრის უკანონო კვეთისათვის. ტერორიზმის ხელშეწყობასა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფაში ბრალდებულებს, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11-11 წლით, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, ზურაბ იდოიძეს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიტერორისტული ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსისა და პანკისის ხეობაში 2017 წლის 21-22 ნოემბერსა და 26 დეკემბერს ჩაატარა. ჩატარებული ოპერაციის შედეგად გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრი, თავად ჩატაევმა კი თავი აიფეთქა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG