Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდნენ გერმანული მედიაკომპანიები


გერმანული მედიაკომპანიები ZDF და WDR აღმოჩნდნენ რუსი ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი. 27 ივლისს „ფრანს პრესის სააგენტოს“ მიერ გავრცელებული ცნობით, რომელიც ჟურნალ "შპიგელის“ გამოუქვეყნებელ პუბლიკაციას ეყრდნობა, ორივე კომპანიის საინტერნეტო ქსელებზე ივნისის თვეში მოხდა თავდასხმა ჰაკერული ჯგუფ Sandworm-ის მხრიდან. გამოცემის თანახმად, ZDF -მა დაადასტურა ჰაკერული თავდასხმის ფაქტი, თუმცა დასძინა, რომ არ მომხდარა მონაცემების გაჟონვა. WDR-მა კი კომენტარზე უარი განაცხადა. წინასწარი ინფორმაციით, კიბერშეტევის მიზანი შესაძლოა ყოფილიყო ამ მედიაორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოძიება ქიმიური იარაღის სფეროში. გერმანიის ფედერალური პროკურატურა აპირებს, რომ ფედერალური ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის სისხლის სამართლის საქმეების საგამოძიებო უწყებას მიანდოს ჰაკერული თავდასხმის ფაქტის შესწავლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG