Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელების უმრავლესობა „ბრექსიტზე“ კიდევ ერთ რეფერენდუმს უჭერს მხარს


ორი წლისთვაზე მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდა, ბრიტანელების უმრავლესობა „ბრექსიტის“ თაობაზე ახალი რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა. ამის თაობაზეახალი ამბების სააგენტო ფრანს პრესი 27 ივლისს იუწყება ინსტიტუტ YouGov-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით. სოციოლოგებმა დაადგინეს, რომ ბრიტანელების 42%-ს სურს ახალი რეფერენდუმი, 40%-ი კი წინააღმდეგია. „ინდეფენდენტმა“ ამ დღეებში ინტერნეტში განათავსა პეტიცია რეფერენდუმის თაობაზე, რასაც უკვე 200 ათასმა მოაწერა ხელი. ოფიციალურად ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტისათვის უნდა დატოვოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG