Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მწერალი ვლადიმირ ვოინოვიჩი


იგი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი ვლადიმირ ვოინოვიჩი. როგორც მწერლის მეგობრები იტყობინებიან, სიკვდილის მიზეზია გულის შეტევა.

ვლადიმირ ვოინოვიჩი 1932 წელს დაიბადა სტალინაბადში (დღევანდელი დუშანბე). 1956 წელს ის მოსკოვში ჩავიდა. 1960-იანი წლების ბოლოს აქტიურ მონაწილეობას იღებდა ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში. 1980 წელს ვოინოვიჩს მის ნაწარმოებების გამო ჩამოერთვა სსრკ-ის მოქალაქეობა და ქვეყნიდან გააძევეს. სამშობლოში დაბრუნება 10 წლის შემდეგ მოახერხა.

მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებს შორისაა ანტიუტოპია „მოსკოვი 2042“, მოთხრობები „ერთობლივი მიმოწერის გზით“ და „ქუდი“, „ივანკიადა“, „მონუმენტური პროპაგანდა“. „ჯარისკაც ივან ჩონკინის ცხოვრება და უჩვეულო თავგადასავლები“ ორჯერ იქნა ეკრანიზებული.

ვოინოვიჩი ხშირად აკრიტიკებდა ვლადიმირ პუტინის რეჟიმს. 2000-იანი წლების დამდეგს მწერალი გამოვიდა ტელეარხ „ენტევეს“ დასაცავად. იგი გმობდა ომს ჩეჩნეთში. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში გამოდიოდა რუსეთისა და უკრაინის პოლიტპატიმრების დასაცავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG