Accessibility links

რუსეთში იმართება საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო მიტინგები


რუსეთში იმართება საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო მიტინგები. შორეულ აღმოსავლეთში, ციმბირსა და ქვეყნის ევროპული ნაწილის რამდენიმე ქალაქში აქციები უკვე გაიმართა, მათში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

უმეტეს შემთხვევაში აქციები ორგანიზებული იყო კომუნისტური პარტიის ადგილობრივი განყოფილებების მიერ, მაგრამ მათში ასევე მონაწილეობდნენ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მომხრეები, მოძრაობების „ღია რუსეთისა“ და „მემარცხენე ფრონტის“ და პარტია „იაბლოკოს“ წარმომადგენლები. მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომას.

რუსეთის ხელისუფლებას სურს, რომ საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 65 წლამდე, ქალებისთვის კი 63 წლამდე გაზარდოს. კანონპროექტმა უკვე გაიარა პირველი მოსმენა სახელმწიფო დუმაში. მოსალოდნელია, რომ რეფორმა დაიწყება 2019 წლის იანვარში. სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები არ დაეხმარება საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG