Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯალალაბადში ექსტრემისტები თავს დაესხნენ მეანთა სასწავლო ცენტრს


ოფიციალური პირების თანახმად, მეამბოხეებმა იერიში მიიტანეს მეანთა სასწავლო ცენტრზე აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე ქალაქ ჯალალაბადში. როგორც იტყობინებიან, მოხდა რამდენიმე აფეთქება, მეანთა საერთო საცხოვრებლის მახლობლად ისმოდა სროლის ხმა. რადიო თავისუფლების ავღანურ რედაქციის თანახმად, მოწმეები ამბობენ, რომ განხორციელდა სუიციდური თავდასხმა.

პროვინციაში ხელისუფლების წარმომადგენლის, ატაულა ხოგიანის თქმით, შენობიდან ევაკუირებულია რამდენიმე სტუდენტი.

თავდასხმისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა. პროვინციაში მთელი რიგი თავდასხმები განახორციელეს თალიბანმა და ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

XS
SM
MD
LG