Accessibility links

პოლ მანაფორტის სასამართლოზე 35 მოწმეს დაიბარებენ


პოლ მანაფორტი

პოლ მანაფორტის სასამართლოზე 35 მოწმეს დაიბარებენ. მათი ვინაობა დაასახელა აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა. სიაში კერძოდ არიან მანაფორტის საქმიანი პარტნიორი რიჩარდ გეიტსი, ასევე მანაფორტთან ერთად უკრაინაში მომუშავე კოსნულტანტი ტედ დივაინი.

პოლ მანაფორტი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელია. რობერტ მიულერმა, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის ჩარევას იძიებს, ადრე მანაფორტს ბრალი წაუყენა უცხო ქვეყნისთვის მომუშავე გავლენის აგენტობაში; უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ინტერესების ლობირებაში; ასევე, უცხოური ანგარიშებით უკანონო ფინანსურ ოპერაციებში. გარდა ამისა, მიულერი აცხადებს, რომ საქმის გამოძიების დაწყების შემდეგ მანაფორტი შეეცადა, ზეწოლა მოეხდინა მოწმეებზე.

ადრე სპეცპროკურორმა გამოაქვეყნა სია 500 მტკიცებულებისა, რომლების წარმოდგენასაც აპირებს სასამართლოში. თავად მანაფორტი უარყოფს ყველა ბრალდებას. მისი სასამართლო 31 ივლისისთვისაა დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG