Accessibility links

პაპმა ფრანცისკემ მიიღო პედოფილიაში ბრალდებული კარდინალის გადადგომა


თეოდორ მაკკარიკი (ცენტრში)

რომის პაპმა ფრანცისკემ მიიღო ვაშინგტონის ყოფილი არქიეპისკოპოსის, კარდინალ თეოდორ მაკკარიკის გადადგომა. მაკკარიკს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობას სდებენ ბრალს. ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად გადადგა ნებაყოფლობით ვატიკანის კარდინალთა კოლეგიის წევრი.

ფრანცისკეს მოთხოვნით მაკკარიკი ამიერიდან თავს მიუძღვნის მარტოობაში ლოცვასა და ცოდვების მონანიებას. ვატიკანი კი შეისწავლის ბრალდებებს, რომლებსაც უყენებენ ყოფილ არქიეპისკოპოსს. თეოდორ მაკკარიკი წარსულში სექსუალური ხასიათის ძალადობას ეწეოდა 16 წლის ბიჭის მიმართ.

ვატიკანს უწევს თვალი გაუსწოროს სექსთან დაკავშირებულ კიდევ ერთ სკანდალს ჩილეში. რომის კათოლიკური ეკლესიის წიაღში უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მთელი რიგი მსგავსი სკანდალები მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG