Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს „მუსლიმთა საძმოს“ 75 წევრს


პოლიციასა და ისლამისტებს შორის შეტაკებები კაიროში, 2014 წლის მაისი.
პოლიციასა და ისლამისტებს შორის შეტაკებები კაიროში, 2014 წლის მაისი.

ეგვიპტეში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ისლამისტური მოძრაობა „მუსლიმთა საძმოს“ 75 წევრს. 41 მათგანი პატიმრობაში იმყოფება, 31-ს განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს. სასამართლოს გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა ეგვიპტის უზენაეს მუფტის. ყველა სიკვდილმისჯილს ბრალი ედებოდა დანაშაულებებში, რომლებიც პოლიციასთან საპროტესტო შეტაკების დროს მოხდა, 2013 წელს პრეზიდენტ მუჰამედ მურსის ჩამოგდების შემდეგ.

საერთო ჯამში 2013 წლის აგვისტოში არალეგალურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის და მათთან დაკავშირებულ ბოროტმოქმედებებში - მკვლელობებსა და ვანდალიზმში - ბრალი ედება 700-ზე მეტ ადამიანს. სასამართლოს შემდეგი სხდომა სექტემბრისთვისაა დანიშნული.

XS
SM
MD
LG