Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფოს ღალატში ბრალდებულია კიდევ ერთი რუსი მეცნიერი 


„ლეფორტოვოს“ ციხეში იმყოფება სახელმწიფოს ღალატში ბრალდებული კიდევ ერთი მეცნიერი, ნოვოჩრკასკის მკვიდრი ალეკსეი ტემირიოვი, - ამის შესახებ განაცხადა მოსკოვის საზოგადოებრივ-სადამკვირვებლო კომისიის წევრმა ევგენი ენიკეევმა.

ალეკსეი ტემირიოვი - მრავალი გამოგონების ავტორი, რომელიც ხელმძღვანელობს მცირე საწარმო „მეხატრონიკას“, მძიმედაა დაავადებული. 64 წლის ტემირიოვი, ლეფორტოვოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, 19 ივლისს დააკავეს. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, როსკოსმოსში განაცხადეს, რომ „ადამიანი სახელად ალეკსეი ტემირიოვი არცერთ სახელმწიფო კორპორაციაში არ მუშაობს“.

19 ივნისს მოსკოვსა და კოროლიოვოში მდებარე მანქანათმშენებლობის სამეცნიერო ინსტიტუტებში, რომლებიც როსკოსმოსის შემადგენლობაში შედიან, ჩატარდა ჩხრეკა სახელმწიფოს ღალატის საქმის ფარგლებში. დააპატიმრეს მეცნიერებათა კანდიდატი დმიტრი კუდრიავცევი და კიდევ ერთი ადამიანი, რომლის სახელსაც გამოძიება არ ამჟღავნებს.

როსკოსმოსში განმარტავენ, რომ საქმე ეხება 2013 წლის მოვლენებს. სავარაუდოდ, იგულისხმება ნატოს ერთ-ერთი ქვეყნისათვის საიდუმლო ჰიპერბგერითი ტექნოლოგიების გადაცემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG