Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ATP ტურნირის ფინალში ითამაშებს

დღეს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ATP (Association of Tennis Professionals) ტურნირის ფინალში ითამაშებს, სადაც ის მსოფლიო რეიტინგში 36-ე ადგილზე მყოფ არგენტინელ ლეონარდო მაიერს დაუპირისპირდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 1,6 მილიონი ევროა. ბასილაშვილმა ნახევარფინალში ჩილელი ნიკოლას ჰარი დაამარცხა ანგარიშით 7:5, 0:6, 6:1, რისთვისაც 1 საათი და 40 წუთი დასჭირდა. ფინალში გამარჯვებისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი 350 ათას ევროს მიიღებს და რეიტინგში 35-ე ადგილზე გადავა.

XS
SM
MD
LG