Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არმაზ ახვლედიანი: აჭარიდან დავიწყოთ მძლავრი სახალხო მოძრაობა! 


არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი

”ქართული ოცნების“ ყოფილი პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს შეიკრიბონ ბათუმში და აჭარიდან დაიწყონ მძლავრი სახალხო მოძრაობა, რომელიც „მოედება ქვეყნის ყველა რეგიონს და წერტილს დაუსვამს უიმედობას“.

„ჩვენ ვერავის გადავუხდით მგზავრობის საფასურს შეკრებაზე მოსასვლელად, არც არავის მივცემთ ფუჭ დაპირებას! ამ შეკრებაზე მოსულთ, ამ დიდი საქმის თანამონაწილეებს ხომ მხოლოდ ქვეყნის გადარჩენის იდეა გვაერთიანებს და არაფერი სხვა! ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ხალხის ურყევ ნებას წინ ვეღარ აღუდგება ვერც დიდი ფული და ვერც კორუმპირებული, მოძალადე სახელისუფლებო სისტემა! ვაჩვენოთ ამ მთავრობას, რომ ჩვენი კანონიერი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, მისი მმართველობის დრო სულ მალე ამოიწურება და ხალხის სამართლიანი განაჩენის აღსრულებას ვერავინ და ვერაფერი დააბრკოლებს!“ - ნათქვამია არმაზ ახვლედიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არმაზ ახვლედიანის განცხადებით, დროა ხალხმა დაასრულოს წარუმატებელი და მეტად სახიფათო ექსპერიმენტების პირობებში შეურაცხმყოფელი არსებობა, დაძლიოს უიმედობა, შემგუებლობა და სამართლებრივი, დემოკრატიული გზით, გადაუდებლად დაიწყოს საქართველოს გამოყვანა ჩიხიდან. ახვლედიანის თქმით, შეკრების ზუსტი დრო და ადგილი მალე დასახელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG