Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადში მოკლეს სლობოდან მილოშევიჩის ყოფილი ადვოკატი


დრაგოსლავ მიშა ოგნიანოვიჩი
დრაგოსლავ მიშა ოგნიანოვიჩი

შაბათს საღამოს ბელგრადში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ადვოკატი დრაგოსლავ მიშა ოგნიანოვიჩი. მკვლელობა მოხდა მაშინ, როცა ადვოკატი საკუთარ სახლში შედიოდა. როგორც იტყობინებიან, თავდასხმის დროს მარჯვენა ხელში დაიჭრა ადვოკატის 26 წლის ვაჟი.

ოგნიანოვიჩი მუშაობდა ადვოკატთა გუნდში, რომელიც იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩს იცავდა ჰააგის ტრიბუნალში. სერბეთის მასმედიის თანახმად, ის იცავდა მრავალ კლიენტს, რომლებსაც მძიმე დანაშაულებები ჰქონდათ ჩადენილი სერბეთსა და ჩერნოგორიაში. უკანასკნელ წლებში ის წარმოადგენდა კრიმინალურ ავტორიტეტ ლუკა ბოიოვიჩს.

გაზეთ „ბლიცის“ ცნობით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში ბელგრადში მოკლულია ბოიოვიჩის რამდენიმე მეგობარი. გაზეთის ინფორმაციით, ეს დაკავშირებულია ნარკობიზნესში ჩართულ დანაშაულებრივ კლანებს შორის ომთან.

XS
SM
MD
LG