Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი გეგმავს სამიტის ჩატარებას სირიის კონფლიქტის თაობაზე


თურქეთი გეგმავს სამიტის ჩატარებას საფრანგეთთან, გერმანიასთან და რუსეთთან ერთად, რათა განიხილონ სირიის კონფლიქტი და სხვა რეგიონალური საკითხები, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.

კვირას გამოქვეყნებულ კომენტარში ერდოანმა თქვა, რომ სამიტი 7 სექტემბერს გაიმართება სტამბოლში.

თურქეთის ლიდერს შეხვედრის დღის წესრიგის დეტალებზე არ ულაპარაკია, მაგრამ თქვა, რომ თურქეთი რუსეთთან დიალოგს გააგრძელებს „ამ ოთხეულის ფარგლებს გარეთ“.

რუსეთი, ირანთან ერთად, დახმარებას უწევს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს სირიის ომში, რომელიც უკვე შვიდ წელს გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ასიათასობით ადამიანი დაიღუპა და მილიონობით იქცა ლტოლვილად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG