Accessibility links

მოსკოვში დააკავეს საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მოწყობილი მიტინგის ორგანიზატორები


მოსკოვში დააკავეს საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მოწყობილი მიტინგის ორგანიზატორები. დაკავებულთა შორის არიან ლიბერტარიანული პარტიის ხელმძღვანელი სერგეი ბოიკო და ალექსეი ნავალნის მოსკოვის შტაბის კოორდინატორი ოლეგ სტეპანოვი. დაკავებულია ასევე წამყვანი მიხაილ ჩიჩიკოვი. ამის შესახებ იტყობინება ლიბერტარიანული პარტიის პრესმდივანი სონია ბლეიდი.

მანამდე იტყობინებოდნენ, რომ მოსკოვში, აკადემიკოს სახაროვის გამზირზე, გაიმართა ხელისუფლებასთან შეთანხმებული მიტინგი, რომელიც საპენსიო ასაკის ზრდის წინააღმდეგ არის მიმართული. ოფიციალური მონაცემებით, მასში ორიათას ხუთასამდე ადამიანი მონაწილეობს. არაოფიციალური მონაცემებით, მათი რიცხვი ექვსი ათასს აღწევს.

მიტინგის მონაწილეები სკანდირებენ საპენსიო ასაკის გაზრდის საწინააღმდეგო ლოზუნგებს, მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და ხელისუფლების ცვალებადობას. აქციაზე გამოდიან პროფკავშირების წარმომადგენლები, აქტივისტები და მუნიციპალიტეტის დეპუტატები.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG