ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამ სეტში (6:4, 0:6, 7:5) დაამარცხა მსოფლიო რეიტინგში 36-ე ადგილზე მყოფი არგენტინელი ლეონარდო მაიერი და ჰამბურგის ATP (Association of Tennis Professionals) ტურნირის მთავარ პრიზს დაეუფლა. შეჯიბრება გაგრძელდა 2 საათსა და 12 წუთს.
ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგი ჩოგბურთელთა შორის.
ფინალში გამარჯვებისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი 350 ათასი ევრო გამოიმუშავა და რეიტინგში 35-ე ადგილზე გადავიდა. ნიკოლოზ ბასილაშვილი 26 წლისაა.
ჰამბურგის ATP ტურნირი მთლიანი საპრიზო ფონდი 1,6 მილიონი ევროა.