Accessibility links

ბრიტანეთის პარლამენტის ანგარიშში გამოთქმულია შიში, რომ დეზინფორმაცია გამოდევნის რეალურს


ინტერნეტში დეზინფორმაციის მოცულობა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ გამოგონილი ამბები, რეალურის გამოდევნას იწყებს. ასეთი განცხადებით გამოვიდა ლონდონში დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის კულტურის, პრესისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე დემიან კოლინზი. კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში დეზინფორმაციასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეზინფორმაცია სერიოზულ საფრთხედ იქცევა დემოკრატიისთვის. იგი შეიცავს მოწოდებას, უფრო მკაცრი ზომები იქნეს მიღებული სოციალური ქსელების რეგულირებისთვის. მანამდე ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს შემოიღოს ციფრული ამოცნობის სისტემა ყველა საარჩევნო განცხადებისთვის მასმედიაში. ეს ნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკურ ტექსტს, რომელიც ინტერნეტში ქვეყნდება, უნდა ჰყავდეს რეგისტრირებული ავტორები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG