Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში მანქანის დაჯახების შედეგად დაიღუპა ოთხი ველოსიპედისტი, მათ შორის ორი ამერიკელი


ოთხი ველოსიპედისტი, მათ შორის ორი ამერიკელი, დაიღუპა სამხრეთ ტაჯიკეთში, როცა მათ მანქანა დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, სამი ველოსიპედისტი ადგილზევე დაიღცუპა, მეოთხე კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. კიდევ სამი ველოსიპედისტი მსუბუქად დაშავდა.

სამინისტროს მიერ მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია 21 წლის მამაკაცი.

დუშანბეში აშშ-ის საელჩოს თანახმად, დაღუპულთაგან ორი აშშ-ის მოქალაქე იყო. ფრანს პრესი იტყობინება, რომ ველოსიპედისტების ჯგუფში ორი ნიდერლანდელიც იყო. ინციდენტი მოხდა დანგარის ოლქში, დუშანბედან სამხრეთით, 150 კილომეტრზე.

XS
SM
MD
LG