Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაისთან შედარებით ივნისში საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 3,5%-ით იკლო


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4% შეადგინა. "საქსტატის" ცნობითვე, 2018 წლის მეორე კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 6% იყო, ხოლო პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა 5,7%. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, საფინანსო საქმიანობისა და ვაჭრობის დარგებში.

2018 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 7,5% იყო, ხოლო აპრილში 6,5%.

XS
SM
MD
LG