Accessibility links

პატიმრობიდან გათავისუფლდა ნავალნის თანაშემწე და ორი თანამებრძოლი


რუსეთის საპატიმროდან გათავისუფლდა სამი პირი, რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსეი ნავალნის თანაშემწე და ორი თანამებრძოლი, რომლებიც პოლიციამ დააკავა მოსკოვის ცენტრში საპენსიო რეფორმის წინააღმდე მიმართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის. სერგეი ბოიკომ, ნავალნის ლიდერობით მოქმედი რუსეთის ლიბერტარიანული პარტიის ხელმძღვანელმა, ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ გათავისუფლებულებს ხელი მოაწერინეს „ადმინისტრაციულ სამართალდაღრვევათა ოქმზე“. მოგვიანებით საკუთარი გათავისუფლების შესახებ ცნობა დაადასტურა ნავალნის თანაშემწემ ოლეგ სტეპანოვმა, რომლის თანახმად, 29 ივლისის მიტინგზე იგი სკანდირებდა „პუტინი ქურდია“, რის გამოც პოლიციამ დააპატიმრა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG