Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძემ "ბრიუსელის შეთანხმება" დაარღვია


გრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიციური გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“ გრიგოლ ვაშაძემ ყოფილი თანაპარტიელები დაადანაშაულა „ყველაფერ უბედურებაში.“

როგორც „ტაბულა“ იუწყება, 30 ივლისს, კახეთში ამომრჩევლებთან შეხვედრისას ვაშაძემ განაცხადა: „არც ვიცი რა ვუთხრა, ახლა ძალიან ევროპულ საქართველოს რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება რომ მაგათი გაკეთებულია და მერე გავიდნენ პარტიიდან და ჰგონიათ ხალხს დაავიწყდება ეს უბედურება ვისი გაკეთებული იყო, ის შეცდომები და დანაშაულები.“

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დაახლოებით ორი კვირის წინ შეთანხმდნენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ერთმანეთს არ გააკრიტიკებდნენ. 10 ივლისს, ამ ორი პარტიის წარმომადგენლებმა „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტთან, ჯოზეფ დოულთან ერთად ბრიუსელში მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო" მხარს დაუჭერენ მეორე ტურში გასულ, ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს, საარჩევნო კამპანიის დროს თავს შეიკავებენ ერთმანეთზე შეტევისა და კრიტიკისგან და არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა.

XS
SM
MD
LG