Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში სავარაუდო ტერაქტის შედეგად დაიღუპა ოთხი უცხოელი


ტაჯიკეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ შესაძლოა ტერორისტული მოტივით იყოს ნაკარნახევი ოთხი უცხოელი ტურისტის მკვლელობა ქვეყნის ჩრდილოეთში, დანგარას ოლქში. დაღუპულთა შორის ორი ამერიკელი, ერთი ჰოლანდელი და ერთი შვეიცარიელია. უცხოელ ტურისტებს, რომლებიც ველოსიპედებით გადაადგილდებოდნენ, 29 ივლისს თავდამსხმელებმა ჯერ მანქანა დაატაკეს, შემდეგ კი ჭრილობები დანით მიაყენეს. პოლიციის მიერ ცხელ კვალზე დაწყებული გამოძიების შედეგად, მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ოთხი პირი. ორი სავარაუდო თავდამხმელი კი პოლიციამ დახოცა წინააღმდეგობის გაწევის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG