Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭში სირიის საკითხებზე დაიწყო ორდღიანი მოლაპარაკებები


სტეფან დე მისტურა
სტეფან დე მისტურა

რუსეთის საზღვაო ქალაქ სოჭიში დაიწყო სამმხრივი შეხვედრა სირიის სამშვიდობო მოწესრიგების „ასტანის დიალოგის“ სპონსორების - რუსეთის, ირანისა და თურქეთის წარმომადგენელთა შორის. რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ორ დღეს გასტანს,იმსჯელებენ სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის ფორმირების, დეესკალაციის ზონების შექმნისა და სხვა ჰუმანიტარულ პრობლემებზე. რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს სირიაში კრემლის სპეციალური დესპანი ალექსანდრე ლავრენტიევი. შეხვედრას ასევე დაესწრებიან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰოსეინ ანსარი და მისი თურქი კოლეგა სედატ ონალი. შეხვედრას დამკვირვებლების სტატუსით დაესწრებიან გაეროს დესპანი სირიაში სტეფან დე მისტურა და იორდანიის წარმომადგენლები. ამერიკის ოფიციალურმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ არ მიიღონ ამ შეხვედრაში მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG