Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის პარლამენტი კენჭს უყრის რეფერენდუმს ქვეყნისთვის სახელის შეცვლის შეთანხმებაზე


მაკედონიის პარლამენტი სავარაუდოდ დაამტკიცებს მთავრობის ინიციატივას რეფერენდუმზე, რომელიც გაიმართება საბერძნეთთან შეთანხმების თაობაზე, ქვეყნისთვის სახელის შესაცვლელად. პარლამენტში კენჭისყრამდე პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რეფერენდუმის გამართვის სამიზნე თარიღი 30 სექტემბერია. შეთანხმების გაფორმებით უნდა დასრულდეს საბერძნეთთან დიდი ხნის განმავლობაში არსებული კონფლიქტი და მაკედონიას გზა უნდა გაეხსნას ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. ზაევის თქმით, მთავრობას სურს რეფერნდუმზე ამომრჩეველს ჰკითხოს: "ემხრობი თუ არა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, მაკედონიის რესპუბლიკასა და საბერძნეთს შორის შეთანხმების მიღებით"? საბერძნეთშიც და მაკედონიაშიც საპროტესტო აქციები გაიმართა მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 17 ივნისს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ქვეყანას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, უფრო მოკლედ კი ჩრდილოეთ მაკედონია უნდა ეწოდოს.

XS
SM
MD
LG