Accessibility links

ალიევი და ევროკავშირის წარმომადგენელი თანამშრომლობაზე მსჯელობენ


სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელი, ტოივო კლაარი აზერბაიჯანს სტუმრობს იმ ფონზე, როცა მხარეები ცდილობენ შეიმუშავონ ახალი შეთანხმება ევროკავშირსა და ბაქოს შორის კავშირების თაობაზე. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოფისმა განაცხადა, რომ ალიევმა და კლაარმა ისაუბრეს ევროკავშირ-აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე. ალიევმა ხაზი გაუსვა ბაქოს "წარმატებულ" თანამშრომლობას ევროკავშირთან და ნატოსთანო, იუწყება მისი ოფისი. ამავე წყაროს ცნობით, კლაარმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელშეკრულება მალე გაფორმდება. მხარეები მოლაპარაკებას მართავენ ხელშეკრულებაზე, რომელმაც უნდა შეცვალოს 1996 წელს გაფორმებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება. მოლაპარაკება 2017 წლის თებერვალში დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG