გავრცელებული ინფორმაციით, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასაზღვრო ძალებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოდან ერთი მოქალაქე დააკავეს საოკუპაციო ხაზზე. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ვასილ სალამაშვილი დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.