Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის სასამართლომ ხუთთვიანი პატიმრობა მიუსაჯა არაბ პოეტ ქალს

სააგენტო როიტერსი იტყობინება, რომ ისრაელის სასამართლომ ხუთთვიანი პატიმრობა მიუსაჯა პოეტ ქალს დარინ ტატურს ძალადობისკენ მოწოდებისთვის. დამატებით ტატურს ექსთვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. ტატური ისრაელის მოქალაქეა, 36 წლის პოეტი არაბული წარმოშობისაა. 2015 წელს მან ფეისბუკით და იუთიუბით გამოაქვეყნა ლექსი: „გაუწიე წინააღმდეგობა, ჩემო ხალხო, გაუწიე წინააღმდეგობა მათ!“. ლექსს ახლდა გამოსახულება, სადაც ჩანდა, როგორ ესვრიან პალესტინელები ქვებს და აალებად ბოთლებს ისრაელ ჯარისკაცს. რამდენიმე დღეში ის დააკავეს. პოეტმა ქალმა სამი თქვე ციხეში გაატარა, დანარჩენი - შინა პატიმრობაში. ტატურმა დანაშაული არ აღიარა. მან განაცხადა, რომ ძალადობისკენ მოწოდება არ გამოუთქვამს, რომ მისი ლექსი შეიცავდა მოწოდებას, წინააღმდეგობა გაუწიონ ისრაელის ხელისუფალთ. საერთაშორისო „პენ-ცენტრმა“ დაგმო განაჩენი. ორგანიზაცია თვლის, რომ პოეტი გაასამართლეს „უსამართლობის წინააღმდეგ მშვიდობიანი ბრძოლისთვის“.

XS
SM
MD
LG