Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი საქართველოს ეწვევა


გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი საქართველოს უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, ამის თაობაზე ნათქვამია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანგელა მერკელის ვიზიტის საკითხზე ისაუბრეს, საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩმა შეხვედრაზე, რომელიც 31 ივლისს შედგა, მთავრობის ადმინისტრაციაში. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ასევე ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები.


„პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს კანცლერ მერკელის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება“, - ნათქვამია მთავრობის
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG