რუსეთის სასამართლომ ბაშკირეთის რეგიონში, რომელიც მეტწილად მუსლიმებით არის დასახლებული, რუსეთში აკრძალულ ექსტრემისტულ ისლამისტურ დაჯგუფესთან კავშირში ეჭვმიტანილ 21 პირს მიუსაჯეს პატიმრობა. როგორც მსჯავრდებულების ახლობლებმა აცნობეს რადიო თავისუფლებას, მოსამართლემ ბრალდებულებს 5-დან 24 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა ორგანიზაცია ჰიზბ უტ-ტაჰრირის (Hizb ut-Tahrir) წევრობისათვის. ზოგიერთის მიმართ განაჩენი დადგა ასევე ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულების საქმეზე. საერთაშორისო ორგანიზაცია ჰიზბ უტ-ტაჰრირი მდებარეობს ლონდონში და მის მიზანს წარმოადგენს ყველა მუსლიმანური ქვეყნის გაერთიანება ისლამურ ხალიფატში. რუსეთის უმაღლესმა სამართლომ 2003 წელს უკანონოდ გამოაცხადა ორგანიზაცია, რომლის წევრებიც „ექტრემისტებად“ მოიხსენებიან.ჰიზბ უტ-ტაჰრირის წევრები კი ამტკიცებენ, რომ მათი ორგანიზაცია მშვიდობიანია.