Accessibility links

რუსეთში სარეკორდოდ დაეცა მმართველი პარტიის რეიტინგი


სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი (ВЦИОМ) ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკვლელვის თანახმად, რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ რეიტინგი სარეკორდოდ დაეცა. შეკითხვაზე, თუ რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირაში საპარლამენტო არჩევნები რომ იმართებოდეს, გამოკითხულთა მხოლოდ 31%-ი აღმოჩნდა მზად, რომ ხმა მისცეს მმართველ პარტიას. ეს მაჩვენებელი გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე დაფიქსირდა 2011 წელს, როდესაც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლების ფონზე „ედინაია როსიას“ რეიტინგი 34,4 %-ს შეადგენდა. მმართველი პარტიის მიმართ ნდობის დაკლების ფონია რუსეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული გეგმა, რომელიც დამატებითი ღირებულების გადასახადის და საპენსიო ასაკის გაზრდას ითვალისწინებს. კერძოდ რუსეთის მასშტაბით დღგ 18-დან 20%-მდე გაიზრდება. საპენსიო ასაკი კი მამაკაცებისათვის განისაზღვრა 65-ი, ხოლო ქალებისათვის 63 -ი წლით.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG