Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებები


საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები კარალეთში. 2008 წლის ოქტომბერი
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები კარალეთში. 2008 წლის ოქტომბერი

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე. ეს ვალდებულება რუსეთმა 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აიღო”, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, 2008 წელს რუსეთი შეეცადა ძალის გამოყენებით შეეცვალა სხვა სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები:

„მომავალ კვირას 10 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოში საერთაშორისო საზღვრის გადმოლახვით შეიჭრა და შეეცადა, ეს საზღვრები ძალის გამოყენებით შეეცვალა. რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცი შევიდა ქალაქ გორსა და კონფლიქტის ზონიდან მოშორებულ სხვა ადგილებში, მაგალითად, ფოთის პორტში - შორს მთავარი საბრძოლო არეალიდან. რუსეთმა, ასევე, დაიკავა აფხაზეთის ის ბოლო მონაკვეთი, რომელსაც საქართველო აკონტროლებდა და სადაც ბრძოლა არ მიმდინარეობდა. რუსეთის თავდასხმა საქართველოზე დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთის არმია შეიჭრა სხვა სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ძალისმიერად შეცვლის მიზნით“.

რუსეთი დღემდე იკავებს საქართველოს ტერიტორიას, აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისსაელჩოს მიერ გამოქვეყნებულ 31 ივლისის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG