Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა წიქარიშვილი: ქვეყანაში დემოკრატიის კრიზისია


ბექა წიქარიშვილი
ბექა წიქარიშვილი

არ ვიცოდი, რომ ხელში მეგაფონის დაჭერა წვრილმანი ხულიგნობა იყო - განაცხადა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა, ბექა წიქარიშვილმა 31 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული დავის განხილვის შემდეგ. წიქარიშვილს სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

„შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა დაადასტურეს შს სამინისტროს თანამშრომლებმა. მათი ინტერესი ჩემი დაკავების შემთხვევაში იყო ის, რომ იქ [აქციაზე] ვიყავი პოტენციური ლიდერი. ჩემი აზრით, დღევანდელი პროცესითაც გამოჩნდა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის სერიოზული კრიზისია“, - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

ბექა წიქარიშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. თუმცა 31 ივლისს სასამართლომ ის დაუმორჩილებლობის ნაწილში გაამართლა. წიქარიშვილი სამართალდამცველებმა 12 მაისს, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მისი ადვოკატის, კახა სოსელიას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება არის „დაუსაბუთებელი და უკანონო“.

„პოლიციელები აღნიშნავდნენ, რომ ბექას დაკავების ერთ-ერთი მიზეზი არის, თურმე ბექა წიქარიშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მთავრობის მიმართ და ეს ყოფილა თურმე კანონდარღვევა“, - განაცხადა ადვოკატმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG