Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანელმა მემარჯვენე-ექსტრემისტებმა შექმნეს “მტრების სიები“


S
S

გერმანიის მემარჯვენე-ექსტრემისტებმა შექმნეს „მტრების სიები“, რომელშიც გავრცლებული ინფორმაციით 25 ათასზე მეტი ადამიანის სახელი ფიგურირებს. გერმანიის ფედერალურ ხელისუფლებაზე დაყრდნობით მედიაში გავრცელებული ინფორმაციებით, მემარჯვენე ორგანიზაციებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს სიები, რომლებშიც მითითებულია პირის საპასპორტო მონაცემები, მისამართები და ტელეფონის ნომრები. დაკავებულია რამდენიმე ექსტრემისტი. ნეონაცისტების საქმის გამოძიების პროცესში პოლიციამ „ნაციონალ-სოციალისტური იატაკქვეშეთიდან“ ამოიღო სია, რომელშიც 10 ათასი კაცის გვარია. ყველაზე დიდი ჩამონათვალია კი იპოვეს მემარჯვენე-ექტსტემისტული ჯგუფის „ჩრდილოეთის ჯვრის“ წევრების ჩხრეკისას. გერმანული მედიის თანახმად, არ არსებობს ერთიანი სია იმ პირებისა, რომლებსაც ნეონაცისტების მხრიდან საფრთხე ემუქრებათ. 2011 წლიდან მოყოლებული გერმანიის ხელისუფლებამ გააფრთხილა მხოლოდ სამი პოლიტიკოსი, რომელთა გვარები აღმოჩნდა „მტრების სიებში“. როგორც ირკვევა, სისხლის სამართლის საქმეთა ფედერალურმა უწყებამ სიების არსებობის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა ფედერალური მიწების ხელისუფლება. გერმანიის მთავრობაში დააზუსტეს, რომ სწორედ მიწების ხელისუფლება აგებს პასუხს, ქსტრემისტების მხრიდან მომდინარე საფრთხის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG