Accessibility links

სირიის სამთავრობო ჯარმა დაიკავა ბოლო პუნქტი ისრაელის საზღვართან


A

სირიის სამთავრობო ჯარებმა გოლანის მაღლობების სიახლოვეს დაიკავეს ბოლო სოფელი, რომელსაც ექსრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა. 2011 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დამასკმა კონტროლმა დაამყარა კონტროლი ისრაელ-სირიის საზღვარზე. ისრაელის გამოცემა Times of Israel-ის თანახმად, ისრაელმა შეწყვიტა ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა სირიელი ლტოლვილებისათვის, რომლებიც გოლანის მაღლობების რაიონში იმყოფებიან. ექსტერმისტულ დაჯგუფებას მძველად ჰყავს აყვანილი 30-ზე მეტი დრუზი, ეთნო-რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი. ისლამისტებმა ისინი დაატყვევეს ივლისის ბოლოს. გამოცემა Times of Israel-ის თანახმად, „ისლამურმა სახელმწიფომ“ 28 ივლისს მოუწოდა სირიის ხელისუფლებას შეწყვიტოს იერიში ჯიჰადისტების პოზიციებზე და არ დააყენოს საფრთხის ქვეშ მძევლების სიცოცხლე. 2014 წლიდან ექსტრემისტული ისლამისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ სირიაში ბრძოლას აწარმოებს საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის სარდლობით. კოალიცია მხარს უჭერს სირიის დემოკრატიული ოპოზიციის ძალებს. რუსეთის სამხედრო კომპანია სირიაში 2015 წლის 30 სექტემბრიდან დაიწყო. კოალიციამ არაერთხელ დაადანაშაულა მოსკოვი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდაჭერაში, რომელსაც დასავლეთი ბრალს დებს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებში.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG