Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში იარაღი დაყარა 200-მდე ექსტრემისტმა


ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ათობით მებრძოლი ჩაბარდა სამათავრობო ჯარებს ავღანეთის ჩრდილოეთ ჯოვზიანის პროვინციაში, სადაც, ოფიციალური ინფორმაციით, ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს ორ ექსტრემისტულ ძალას - თალიბანსა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის. პროვინციის პოლიციის უფროსის მოჰამად ჯავზიანის თანახმად, 31 ივლისის შემდეგ იარაღი დაყარა 200-მდე ექსტრემისტმა, ხოლო ჩრდილოეთ ავღანეთის ძირითად ციტადელს აკონტროლებენ თალიბები, რომლებიც მთელი თვის განმავლობაში აწარმოებენ ბრძოლებს მტრული დაჯგუფების წინააღმდეგ. განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ბრძოლებში დაიღუპა „ისლამური სახელმწიფოს“ 6 და თალიბანის 8 მებრძოლი. ამ დაჯგუფებებს ჯერ არ გაუვრცელებიათ მომხდარის თაობაზე თავიანთი ოფიციალური ცნობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG