Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს და კიდევ 9 ქვეყნის მიმართ ამოქმედდა ევროკონვენციის მე-16 ოქმი


პირველი აგვისტოდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 ოქმი ამოქმედდა 10 ქვეყნის მიმართ, რომლებმაც ხელმოწერის შემდეგ მისი რატიფიკაციაც დაასრულეს. ამ ქვეყნებს შორის არის საქართველო, რომლის უმაღლეს სასამართლოსა და ტრიბუნალს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ საკონსულტაციო რჩევისათვის მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა განმარტებულ იქნას კონვენციასა და მის თანდართულ ოქმში გაწერილი უფლებებისა და თავისუფლებების გამოყენების წესი. საკონსულტაციო გადაწყვეტილების შესახებ მიმართვა მიღებული იქნება იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც ეროვნული სასამართლოები და ტრიბუნალები განიხილავენ. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აქვს უფლება, დააკმაყოფილოს ან არა აღნიშნული მიმართვა. გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლოს დიდი პალატა და მას არ ექნება სავალდებულო ხასიათი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პეზიდენტმა გუიდო რაიმონდიმ „ფუნდამენტური ნაბიჯი“ უწოდა მე-16 ოქმის ამოქმედებას, რომელიც „გააძლიერებს დიალოგს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ხელმომწერი ქვეყნების უმაღლეს სასამართლოებს შორის“. საქართველოს გარდა მე-16 ოქმს შეუერთდნენ ალბანეთი, ესტონეთი, სომხეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, სან მარინო, სლოვენია და უკრაინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG