Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილს პრეზიდენტად ხელახალი კენჭისყრისთვის ხელს რამდენიმე ფაქტორი უშლის


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, იყრის თუ არა კენჭს 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. „ჩემ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ, როდესაც ამასთან დაკავშირებით მე ვიქნები ჩამოყალიბებული და როდესაც მივიჩნევ საჭიროდ“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა 1 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე. მარგველაშვილის თქმით, „ძალიან რთულია ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებაა, იყო პირველი პირი და არ შეგეძლოს დაეხმარო მოქალაქეებს, ვიზეც ყველაზე მეტად შეგტკივა გული.“ გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, პრეზიდენტის ინსტიტუტს ძალიან წარმატებულად ჩამოაშორეს ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტები - უშიშროების საბჭო, მოსამართლეთა დანიშვნა და საერთაშორისო ურთიერთობები და შედარებით ნაკლები მნიშვნელობის უფლება - მოქალაქეობის მინიჭება.

ამ ფონზე რამდენად შეიძლება ემსახურო ქვეყანას, უნდა შეაფასო იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც იქნება და ჯერჯერობით პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში არ არის დალაგებული“ - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ვერ აყენებს კანდიდატს და თუ აპირებენ, რომ „რაღაც კურიოზი მოაწყონ“ და მხარი დაუჭირონ არაპარტიულ კანდიდატს, ეს დამაზარალებელი იქნება თავად „ქართული ოცნების“ იმიჯისთვის. „შესაბამისად, პოლიტიკური სპექტრის დალაგების კვალდაკვალ და იმ ამოცანების კვალდაკვალ, რაც ქვეყნის წინაშე დგას, მე მოგახსენებთ ჩემ გადაწყვეტილებას“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG