Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეისბუკმა აღმოაჩინა აშშ-ის კონგრესის არჩევნებზე გავლენის „დახვეწილი“ გეგმა


ფეისბუკი აცხადებს, რომ აღმოაჩინა, სავარაუდოდ, რუსეთის „დახვეწილი“ მცდელობა, გავლენა მოახდინოს აშშ-ის პოლიტიკაზე კონგრესის შუალედური, ნოემბრის არჩევნების წინ. ფეისბუკის თანახმად, გავლენის მცდელობას ის ვერ უკავშირებს უშუალოდ რუსეთს, ან კონგრესის შუალედურ არჩევნებს, მაგრამ ამერიკელი კანონმდებლები, რომლებმაც ფეისბუკისაგან ინფორმაცია მიიღეს, ამბობენ, რომ გავლენის მცდელობისას გამოყენებული მეთოდი მიანიშნებს რუსეთის შესაძლო მონაწილეობაზე. როგორც განმარტავენ, ფეისბუკზე და ინსტაგრამზე აღმოჩენილ იქნა 32 „ყალბი“ ანგარიში, რომელიც გააუქმეს „კოორდინირებულ“ და “არადამაჯერებელ“ პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის გამო. ფეისბუკის განცხადებით, მან დაადგინა კავშირები გაუქმებულ ანგარიშებსა და რუსეთის „ინტერნეტის კვლევის სააგენტოს“ მიერ შექმნილ ანგარიშებს შორის. ეს სააგენტო ეჭვმიტანილია აშშ-ში 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიაზე გავლენის მცდელობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG