Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლ მანაფორტს მრავალმილიონიან თაღლითობაში ედება ბრალი

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი იდგა შეთქმულების უკან, რომლის მიზანი იყო აშშ-ის საგადასახადო და საბანკო კანონებისთვის გვერდის ავლა. ამის შესახებ ბრალდების მხარემ განაცხადა მანაფორტის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზე. პროკურორის წარმომადგენლის თქმით, მანაფორტმა საკუთარი თავი კანონზე მაღლა დააყენა, ის ფუფუნებაში ცხოვრობდა საიდუმლო შემოსავლების წყალობით.

მანაფორტის სასამართლო პროცესი 31 ივლისს დაიწყო. ფედერალურმა გამომძიებლებმა მას წაუყენეს საბანკო და საგადასახადო თაღლითობაში ბრალდებები. გამომძიებლებმა წარმოადგინეს მასალა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის თანაშემწემ 30-ზე მეტი ანგარიში გახსნა სამ ქვეყანაში, რათა მათი მეშვეობით გადაერიცხა და დაეფარა უკრაინაში მუშაობით მიღებული მრავალმილიონიანი შემოსავლები.

მთლიანობაში მანაფორტს 18 პუნქტში ედება ბრალი. ძირითადად ისინი დაკავშირებულია იმასთან, რომ მან დამალა 60 მილიონი დოლარის შემოსავლის დიდი ნაწილი და არ იხდიდა გადასახადებს.

ეს პირველი სასამართლო პროცესია, რომელიც კავშირშია რუსეთსა და ტრამპის საარჩევნო შტაბს შორის სავარაუდო გარიგების გამოძიებასთან.

XS
SM
MD
LG