Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელმა კანონმდებლებმა პრეზიდენტ ჰასან როჰანის ერთი თვე მისცეს პარლამენტში გამოსაცხადებლად


ჰასან რობჰანი
ჰასან რობჰანი

ირანელმა კანონმდებლებმა პრეზიდენტ ჰასან როჰანის ერთი თვე მისცეს პარლამენტში გამოსაცხადებლად, რათა მათ შეკითხვებს უპასუხოს მაშინ, როცა მოსახლეობაში იზრდება უკმაყოფილება ქვეყანაში მზარდი ეკონომიკური პრობლემების გამო. კანონმდებლობს სურთ, როჰანის შეკითხვები დაუსვან ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ეკონომიკის სუსტი ზრდა, მზარდი უმუშევრობა და ეროვნული ვალუტის, რიალის, დრამატული ვარდნა. ამის თაობაზე იტყობინება ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ისნა. როჰანი მზარდ წინააღმდეგობას აწყდება მას შემდეგ, რაც მაისში აშშ გავიდა ირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან. აშშ-მა განაცხადა, რომ ირანს ხელახლა დაუწესებს სანქციებს, რომლების გაუქმებაც შეთანხმების პირობა იყო.

XS
SM
MD
LG