Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში სასამართლომ გაათავისუფლა ჩინეთიდან ყაზახეთში გაქცეული საირაგულ საუიტბაი


საირაგულ საუიტბაი მხარდამჭერებთან ერთად.
საირაგულ საუიტბაი მხარდამჭერებთან ერთად.

ყაზახეთში სასამართლომ ჩინეთის მოქალაქე, ეთნიკური ყაზახი საირაგულ საუიტბაი, დამნაშავედ ცნო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, მაგრამ განკარგა მისი გათავისუფლება და დაადგინა, რომ ის არ იქნება დეპორტირებული ჩინეთში, სადაც, საუიატბაის თქმით, მას „ყველაზე მძიმე“ სასჯელი ემუქრება. ნათესავები, მეგობრები და აქტივისტები სიხარულით მიესალმნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას და საუიტბაის ქმართან და ორ შვილთან შეხვედრის საშუალება მიეცა.

საუიტბაი აპრილში გაიქცა ჩინეთიდან. ყაზახეთში სასამართლოს წინაშე მან თქვა, რომ ათასობით ეთნიკური ყაზახი და სხვა მუსლიმი განიცდის „პოლიტიკურ ინდოქტრინაციას“ ე.წ. „ხელახალი განათლების ბანაკებში“, დასავლეთ ჩინეთში.

„ვინაიდან ბრალდებულს დანაშაული უნდა ჩაედინა, ვინაიდან ეს მისთვის ერთადერთი გზა იყო საკუთარ ოჯახთან გაერთიანებისთვის, დანაშაული არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სერიოზულად“, ნათქვამია ყაზახეთის სასამართლოს დასკვნაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG