Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ განკარგულება გასცა, შეიქმნას ორგანო, რათა სარჩელი აღიძრას მოსკოვის წინააღმდეგ


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განკარგულება გასცა, შეიქმნას ორგანო, რათა მომზადდეს რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი ზარალისთვის, რომელიც მოსკოვის მხარდაჭერით მიაყენეს სეპარატისტებმა დონბასის რეგიონს, ასევე, ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიისთვის. ამის შესახებ პოროშენკომ სოციალურ ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან მინისტრთა კაბინეტს სთხოვა, სწრაფად შეიქმნას უწყებათაშორისო ორგანო, რომელიც იმოქმედებს უკრაინის მიერ იანვარში მიღებული რეინტეგრაციის კანონის საფუძველზე. კიევმა აქამდე უკვე რამდენჯერმე შეიტანა მოსკოვის წინააღმდეგ სარჩელი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანოში, მაგრამ ამას წარმატება არ მოჰყოლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG