Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ტელევიზია არ ახსენებს „ვაგნერს“ სიუჟეტებში, რომლებიც ეხება აფრიკაში ჟურნალისტების მკვლელობას


რუსეთის ფედერალური ტელეარხები არ ახსენებენ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ სიუჟეტებში, რომლებიც ეხება აფრიკაში სამი რუსი ჟურნალისტის მკვლელობას. ამ გარემოებაზე ყურადღებას ამახვილებს დამოუკიდებელი ტელეარხი „დოჟდი“. ჟურნალისტები ორხან ჯემალი, ალექსანდრ რასტორგუევი და კირილ რადჩენკო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩავიდნენ სწორედ „ვაგნერზე“ დოკუმენტური ფილმის გადასაღებად. რუსეთის ფედერალური ტელეარხების საინფორმაციო გამოშვებებში როგორც ამბობენ, ჟურნალისტები შესაძლოა, მოკლეს ისლამური დაჯგუფების წევრებმა, ხოლო მათი მივლინება ემსახურებოდა „კერძო სამხედრო კომპანიებზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას“. ორგანიზაცია „ვაგნერს“ არ ახსენებენ. ცნობებს, რომ ჟურნალისტები იღებდნენ ფილმს „ვაგნერის“ რიგებში მებრძოლ დაქირავებულ რუსებზე, „უაზრობა“ უწოდეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 31 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლეს ჟურნალისტი ორხან ჯემალი, ოპერატორი კირილ რადჩენკო და რეჟისორი ალექსანდრ რასტორგუევი, რომლებიც ონლაინ სააგენტო „გამოძიებათა სამმართველოს ცენტრის“ შეკვეთით იღებდნენ დოკუმენტურ ფილმს. სააგენტოს მუშაობას აფინანსებს მიხაილ ხოდორკოვსკი - ყოფილი ოლიგარქი და პრეზიდენტ პუტინის ოპონენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG