თბილისთან ახლომდებარე კოჯრის სამხედრო ნაწილში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ჯარისკაცი სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალშია გადაყვანილი, - ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. უწყებაში აღნიშნეს, რომ სამხედრო მოსამსახურეს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე ცივი იარაღით არის დაჭრილი. მომხდარზე სამხედრო პოლიციას საქმე აქვს აღძრული და გამოძიებაა დაწყებული.
ყველაზე პოპულარული
1