Accessibility links

ავღანეთში აფეთქებამ 20-მდე ადამიანი შეიწირა


ავღანეთში უმცირესობაში მყოფი შიიტების მეჩეთზე წელს ერთ-ერთი თავდასხმა მოეწყო 25 მარტს ჰერათში

ავღანეთში, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა შიიტურ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად. აღმოსავლეთში მდებარე პაქტიის პროვინციის პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, თავდამსხმელმა თავი აიფეთქა მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს. ამავე წყაროს თანახმად, მეორე სავარაუდო თავდამსხმელი პოლიციელებმა მოკლეს, სანამ ის თავის აფეთქებას მოსაწრებდა. დაიჭრა ათობით ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, მაგრამ წარსულში ასეთივე თავდასხმები აქვს მოწყობილი ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“, რომლის მებრძოლებიც აღმოსავლეთ ავღანეთშიც იმყოფებიან. ეს სუნიტი ექსტრემისტები ხშირად ესხმიან თავს ავღანეთში უმცირესობაში მყოფ შიიტებს. „ისლამურ სახელმწიფო“ მათ მკრეხელებად მიიჩნევენ.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG